Nokia 6303i Classic - წვდომის კოდები

background image

წვდომის კოდები
აპარატში წვდომის კოდებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამოყენების

ფორმის შესარჩევად აირჩიეთ

მენიუ

>

პარამეტრები

და

უსაფრთხოება

>

წვდომის კოდები

.

დამცავი კოდი გეხმარებათ დაიცვათ აპარატი უნებართვო გამოყენებისგან.

წინასწარ დაყენებული კოდია 12345. შეგიძლიათ შეცვალოთ იგი და

მიუთითოთ, რომ აპარატმა მოითხოვოს კოდი. ზოგიერთი ოპერაციისთვის

საჭიროა დამცავი კოდი, მიუხედავად შერჩეული პარამეტრებისა,

მაგალითად, თუ მოისურვებთ აღადგინოთ ქარხნული პარამეტრები.

შეინახეთ კოდი საიდუმლოდ და აპარატისგან მოშორებით. თუ კოდი

დაგავიწყდათ და აპარატი დაბლოკილია, აპარატი მომსახურების ცენტრში

უნდა მიიტანოთ. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი საფასურის გადახდა

და შესაძლებელია თქვენს აპარატში შენახული პირადი მონაცემები

წაიშალოს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Nokia Care

ცენტრს და აპარატის დილერს.

ტელეფონს თან ახლავს PIN კოდი, რომელიც მას იცავს SIM ბარათის

უნებართვო გამოყენებისგან.

ზოგიერთი SIM ბარათით მიღებული PIN2 კოდი საჭიროა გარკვეული

მომსახურებების მისაღებად.

PUK და PUK2 კოდები შესაძლოა მიიღოთ SIM ბარათთან ერთად. თუ PIN

კოდს ზედიზედ სამჯერ შეიყვანთ შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK

კოდს. თუ კოდები არ მოგცეს, დაუკავშირდით თქვენი სერვისის

პროვაიდერს.

დამცავი პაროლი მოითხოვება ზარის დაბლოკვის მომსახურების

გამოყენების დროს, რომ აგარიდოთ ზარების როგორც გაშვება, ასევე

მიღება (ქსელის მომსახურება).

ბრაუზერის უსაფრთხოების მოდულის პარამეტრების სანახავად და

შესაცვლელად აირჩიეთ

მენიუ

>

პარამეტრები

და

უსაფრთხოება

>

უსაფრთხ. მოდული

.

12

ჩართეთ