ქსელის მომსახურებები
მოწყობილობის გამოსაყენებლად უნდა ისარგებლოთ მობილურის სერვისის
პროვაიდერის მომსახურებით. ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ ჰქონდეს
ყველა ქსელს; სხვა ფუნქციების გამოსაყენებლად შეიძლება დაგჭირდეთ
ჩართეთ
11
სპეციალური შეთანხმება თქვენი სერვისის პროვაიდერთან. ქსელის
გამოყენებით ხდება მონაცემთა გადაცემა. ქვეყნის შიდა ქსელისა და
როუმინგის დროს ქვეყნის გარეთ სხვა ქსელების გამოყენების ფასების
გასაგებად მიაკითხეთ სერვისის პროვაიდერს. თქვენი სერვისის პროვაიდერი
აგიხსნით, თუ რა ფასებია დაწესებული.
თქვენი სერვისის პროვაიდერმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ ზოგიერთი
ფუნქცია გამორთოთ ან არ ჩართოთ თქვენს მოწყობილობაში. ამ შემთხვევაში,
ეს ფუნქციები არ გამოჩნდება თქვენი მოწყობილობის მენიუში. თქვენს
მოწყობილობას შეიძლება ასევე ჰქონდეს ისეთი შერჩევითი ელემენტები,
როგორიცაა მენიუს სახელები, მენიუების დალაგების ფორმა და
პიქტოგრამები.