ბრაუზერის უსაფრთხოება
ზოგიერთი მომსახურებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ დაცვის ფუნქციის
გამოყენება, მაგალითად, საბანკო მომსახურების ან ონლაინ საყიდლებისთვის.
ამგვარი კავშირებისთვის დაგჭირდებათ უსაფრთხოების სერთიფიკატები და,
შესაძლოა, უსაფრთხოების მოდული, რომელიც შეიძლება გქონდეთ SIM
ბარათზე. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სერვისის პროვაიდერს.
უსაფრთხოების მოდულის პარამეტრების სანახავად ან შესაცვლელად, ან
ოფიციალურ წარმომადგენელთა სიისა თუ მოწყობილობაში ჩამოტვირთული
56
ქსელი
მომხმარებლის სერთიფიკატების სანახავად, აირჩიეთ
მენიუ
>
პარამეტრები
და
უსაფრთხოება
>
უსაფრთხ. მოდული
,
სერთიფიკატები
, ან
მომხმ. სერთიფ.
.
მნიშვნელოვანია: მაშინაც კი, როდესაც სერთიფიკატების გამოყენება
მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს დისტანციური კავშირის დამყარების და
პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირების დროს, მათი გამოყენება
სწორი ფორმით უნდა მოხდეს, რათა ისარგებლოთ გაძლიერებული
უსაფრთხოებით. თავისთავად, სერთიფიკატის არსებობა არ გთავაზობთ რაიმე
დაცვას; იმისათვის, რომ დაცვა გაძლიერდეს, სერთიფიკატების მენეჯერი
უნდა შეიცავდეს სწორ, ნამდვილ და სანდო სერთიფიკატებს. სერთიფიკატებს
აქვს მოქმედების ვადა. თუ ხედავთ შეტყობინებას ”სერთიფიკატს ვადა
გაუვიდა” ან ”სერთიფიკატი ჯერ არ შესულა ძალაში”, მაშინაც კი, როდესაც
სერთიფიკატი ძალაში უნდა იყოს, შეამოწმეთ თქვენს მოწყობილობაზე
დაყენებული თარიღი და დრო.
სანამ შეცვლიდეთ სერთიფიკატთან დაკავშირებულ რომელიმე პარამეტრს,
უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ენდობით სერთიფიკატის მფლობელს
და ეს სერთიფიკატი ნამდვილად ეკუთვნის რეგისტრირებულ მფლობელს.