Nokia Map Loader
Nokia Map Loader კომპიუტერული პროგრამით შეგიძლიათ ინტერნეტიდან
ჩამოტვირთოთ რუქები და ხმოვანი გზამკვლევი ფაილები. საკმარისი
ადგილის მქონე მეხსიერების ბარათი უნდა იდოს თქვენს აპარატში. თქვენ
უნდა გამოიყენოთ რუქების პროგრამა და დაათვალიეროთ რუქები, ერთხელ
მაინც, სანამ გამოიყენებთ პროგრამას Nokia Map Loader, რადგან Nokia Map
Loader იყენებს რუქების პროგრამის ისტორიის ინფორმაციას, რომ შეამოწმოს
რუქების რომელი ვერსია ჩამოტვირთოს.
Nokia Map ჩამტვირთის დაინსტალირებისთვის გადადით www.nokia.com/maps,
და შეასრულეთ მითითებები.
რუქების ჩამოტვირთვა პროგრამით Nokia Map Loader
1 შეარეთეთ აპარატი კომპიუტერთან თავსებადი USB მონაცმთა სადენით ან
Bluetooth დაკავშირებით. თუ იყენებთ მონაცემთა სადენს, USB
დაკავშირების მეთოდად არჩიეთ
PC Suite
.
2 გახსენით Nokia Map Loader კომპიუტერში.
3 აირჩიეთ კონტინენტი და ქვეყანა ან რეგიონი.
4 აირჩიეთ რუქები ან სერვისები, ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ ისინი
თქვენს აპარატში.
Nokia Map Loader პროგრამის "სერვისის" გრაფაში შეგიძლიათ შეიძინოთ
ნავიგაციის და ტრეფიკის ინფორმაციის ლიცენზიები, მეგზურები და
ჩამოტვირთოთ რუქები.