Nokia 6303i Classic - რუქების შესახებ

background image

რუქების შესახებ
როცა გარე GPS მიმღებს შეაერთებთ Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენებით,

შეგეძლებათ ნახოთ თქვენი მიმდინარე მდებარეობა.
ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ხმოვანი მომსახურების ნავიგაციის ლიცენზია. ეს

მომსახურება ზოგიერთ ქვეყანასა და რეგიონში მიუწვდომელია,
თუ აპარატში ან მასში ჩადებულ მეხსიერების ბარათზე გაქვთ რუქები, მათი

დათვალიერება ინტერნეტის გარეშე შეგიძლიათ. თუ ეძებთ ადგილს,

რომელიც არ არის აღნიშნული თქვენს აპარატში უკვე ჩამოტვირთულ

რუქებზე, ამ ადგილის რუქა ავტომატურად ჩამოიტვირთება ინტერნეტით.

შეიძლება სისტემამ მოგთხოვოთ წვდომის წერტილის არჩევა, რომელსაც

გამოიყენებთ ინტერნეტ კავშირისთვის.

რუქების ჩამოტვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს მონაცემთა დიდი მოცულობის

გადაცემა სერვისის პროვაიდერის ქსელით. მიმართეთ თქვენს მომსახურე

პროვაიდერს მონაცემთა გადატანის ფასებთან დაკავშირებით.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Nokia Map Loader კომპიუტერული პროგრამა

და ჩამოტვირთოთ რუქები თქვენს აპარატში. თუ გსურთ დააინსტალიროთ

Nokia Map Loader თავსებად კომპიუტერში, იხილეთ www.nokia.com/maps.
აირჩიეთ

მენიუ

>

პროგრამები

>

რუქები

და რომელიმე შემდეგიდან:

ბოლო რუქა — გახსენით ეკრანზე ნაჩვენები ბოლო რუქა.
მისამართ. ძებნა — მოძებნეთ კონკრეტული მისამართი.

58

რუქები

background image

შენახული ადგ. — მოძებნეთ ლოკაცია, რომელიც შეინახეთ თქვენს აპარატში.
ბოლო ადგილებ — ნახეთ თქვენს მიერ დათვალიერებული ადგილები.
მიმდინ. პოზიცია — ნახეთ თქვენი მიმდინარე ლოკაცია, თუ GPS კავშირი

შესაძლებელია.
მარშრ. შედგენა — დაგეგმეთ მარშრუტი.
სხვა სერვისები — შეიძინეთ ლიცენზია ნავიგაციისთვის.
პარამეტრები — დააზუსტეთ პარამეტრები.
გარკვეულწილად, თითქმის არცერთი ციფრული კარტოგრაფია არ არის ზუსტი

და სრული. არასოდეს დაეყრდნოთ მხოლოდ ამ მოწყობილობისთვის

ჩამოტვირთულ კარტოგრაფიულ მონაცემებს.