Nokia 6303i Classic - ციფრული უფლებების მენეჯმენტი

background image

ციფრული უფლებების მენეჯმენტი
მასალის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტელექტუალური, მათ შორის საავტორო საკუთრების დამცავი

ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM) სხვადასხვა სახის ტექნოლოგიით. აპარატი DRM-დაცული მასალის

მისაღებად იყენებს DRM პროგრამის სხვადასხვა სახეობას. ამ აპარატით შეგიძლიათ მიიღოთ WMDRM 10, OMA DRM

1.0, OMA DRM 1.0 გადაგზავნის დაბლოკვა და OMA DRM 2.0 საშუალებებით დაცული მასალები. თუ კონკრეტული

DRM პროგრამა ვერ იცავს მასალას, მასალის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს DRM–ის წვდომის გაუქმება DRM

პროგრამით დაცულ ახალ მასალაზე. გაუქმებით ასევე შეიზღუდება ასეთი DRM-დაცული მასალის განახლება

თქვენს აპარატში. ასეთი DRM პროგრამის გაუქმება არ იმოქმედებს სხვა ტიპის DRM მასალასა და მის

გამოყენებაზე, ან ისეთ მასალაზე, რომელიც არ არის დაცული DRM-ით.

ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს ლიცენზია, რაც განსაზღვრავს თქვენს

უფლებას ამ ელემენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენს მოწყობილობას აქვს OMA DRM-ით დაცული შინაარსი, ლიცენზიისა და შინაარსის დასარეზერვებლად

გამოიყენეთ Nokia Ovi Suite-ის შესაბამისი ფუნქცია.

გადატანის სხვა მეთოდებით შეიძლება არ გადავიდეს ლიცენზია, რომლის აღდგენაც დაგჭირდებათ შინაარსთან

ერთად, რათა შეძლოთ OMA DRM-ით დაცული შინაარსის გამოყენება მას შემდეგ, რაც დააფორმატებთ

მოწყობილობის მეხსიერებას. შესაძლოა, აგრეთვე დაგჭირდეთ ლიცენზიის აღდგენა, თუ მოწყობილობაში

შენახული ფაილები დაზიანდება.

თუ მოწყობილობაში გაქვთ WMDRM-ით დაცული შინაარსი, მეხსიერების დაფორმატების შემთხვევაში დაკარგავთ

როგორც ლიცენზიას, ასევე შინაარსს. ლიცენზიები და შინაარსი შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ თქვენს

მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება. ლიცენზიების ან შინაარსის დაკარგვით შეიძლება ვეღარ შეძლოთ თქვენს

მოწყობილობაში მყოფი იმავე შინაარსის შეუზღუდავად გამოყენება. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

თქვენი სერვისის პროვაიდერს.

ზოგიერთი ლიცენზია შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულ SIM-ბარათთან და დაცულ შინაარსთან

წვდომა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც SIM-ბარათი ჩადებული იქნება მოწყობილობაში.

68

პროდუქტი და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ